პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოპრანო თამარ ივერმა სააღდგომოდ ენდროში ჩაგდებული „აიფონის“ ისტორია კიდევ ერთხელ მოჰყვა და იმ ადამიანებსაც უპასუხა, რომლებიც მის სტატუს აზიარებდნენ.
„თავის დროზე, რაც მე გადავიტანე, ვცდილობ, ფეისბუქზე არ ვიაქტიურო. რაღაც რომ მომაწვება, დავწერო, ვფიქრობ ხოლმე, საკამათოს დაწერას მოდი, ძაღლის ან კატის ვიდეოს გავაზიარებ-მეთქი და ცხოველებზე გადამაქვს.
ზოგჯერ ვერ იფიქრებ, რომ შეიძლება რაღაცამ ასეთი ყურადღება მიიპყროს. ჩემი მეუღლის ,,აიფონმა”, მგონი, გადაწონა ყველაფერი… აღდგომის დღესასწაულზე აღარ ლაპარაკობდა ხალხი და ეს იყო განხილივის თემა.
მე დავწერე იმ კონტექსტით, რომ ხელსაწყოსთან დაკავშირებით გამიკვირდა, რომ წყალში ჩავარდა, ნახევარ წუთამდე იყო და გადარჩა. ის არ აღმინიშნავს, რომ რაღაც ძალამ გადაარჩინა, რაზეც დაიწყეს ღლიცინი. თუმცა ეს დღეები ამ ,,აიფონს” რომ ვხსნით, სულ ლოცვები იწერება. ეგეც კარგია, რომ იუმორის გრძნობა არ აქვთ დაკარგული.
ნუ ჩემი ქმრის სურათმა ხომ დააგვირგვინა, ეს იყო ბოლო ბეჭედი, ბლოგერებმაც გამომუშავება და რეიტინგი მიიღეს. ისეთი ხალხი დაინტერესდა ჩემი მეუღლის სურათებით… ბალიში რომ ადევს მასავით, სპორტის სასახლესთან რომ აქვს აფარებული… ბოლოს ვთქვი, ამ ბალიშს აუქციონზე გავყიდი-მეთქი. ვინმე ბალზაკის ასაკის ქალბატონი იყიდის და გაიხარებს“, - ამბობს ხუმრობით თამარ ივერი გიორგი გაბუნიას იუმორისტულ გადაცემაში.