დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
კაცი, რომელმაც მატარებელში 5000$ დაკარგა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე, პაოლო გვასალია ავრცელებს, რომელმაც ეს თანხა იპოვა.
მისი თქმით, ფულის პატრონს ინციდენტის გამო იმდენი უნერვიულია, რომ საავადმყოფოში გადაუყვანიათ.
„მაქვს ძალიან ძალიან მაგარი ამბავი თქვენთვის! პოლიციიდან დამირეკეს ახლახან, დაკარგული ფულის პატრონი ვიპოვე, 70 წლის ბატონი გრიშა, უკვე ვესაუბრე ტელეფონით.
ისე უნერვიულია ფულის დაკარგა ცუდად გამხდარა და საავადმყოფოშია, დღეს უკვე თავს კარგად გრძნობს. დღეს მივდივარ მოსანახულებლად და ფულის გადასაცემად, მითხრა რომ ხვალ გამოწერენ, ხვალაც მივალ სანახავად და გამოვაცილებ საქართველოში...
სამწუხაროდ ჰგონებია, რომ მოპარეს ფული, ქურთუკი საერთოდ არ ახსოვდა რომ დაკარგა ნერვიულობისგან. კლინიკაში პოლიცია გამოიძახეს და ასე მიპოვეს უფრო მალე, განცხადება მქონდა დაწერილი პოლიციაში, რომ ფული ვიპოვე ...შეხვედრის დეტალებს გაგაგებინებთ აუცილებლად! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე“, - წერს პაოლო გავასალია.
ცნობისთვის, გუშინ სოციალური ქსელის მომხმარებელმა, პაოლო გვასალიამ facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა, რომ პოზნანი - ვარშავას რეისზე შავი ქურთუკი იპოვა, რომლის ჯიბეშიც 5000$ - იყო, მისივე თქმით კონვერტზე ქართული წარწერა იყო და სწორედ, ამის შემდეგ გადაწყვიტა მოეძებნა დაკარგული თანხის პატრონი.