პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რას ნანობ ყველაზე მეტად ცხოვრებაში? „პრაიმტაიმის“ ამ კითხვას „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, დიმი ლიპარტელიანი შემდეგნაირად პასუხობს:
„აღსარებასავით გამოდის, ვნანობ იმას, რომ შევწყვიტე ცხოვრება, რომელმაც მე ყველაზე სწორ გზაზე დამაყენა, გამზარდა და იმ პერიოდში, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, სახლში პური მომიტანა, 10 წელი ვმსახურობდი და ტაძარში აღარ დავდივარ. სტიქაროსანი ვიყავი, არ მინდა, ამ თემასთან დაკავშირებით თავი ვიმართლო, უბრალოდ ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ რაღაცნაირად გავზარმაცდი. სიყვარულის მეტი ტაძრიდან არაფერი წამომიღია. მადლობას ვუხდი მამა ზოსიმეს, რომ მაშინ როცა მამა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და მყავდა ერთი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და აფხაზეთის ომის ვეტერანია, იმ სიტუაციებში სადაც დანაკლისები იყო (ფინანსური, სულიერი, დრო) მამა ზოსიმემ შემივსო ეს ყველაფერი 10 წლის განმავლობაში. დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს იმ ადამიანად შედგომაში, რომელიც ახლა ვარ დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი ბებიების შემდეგ.“ - ამბობს რეალითი შოუს მონაწილე.
ასევე ნახეთ ⇒ „9 წლის უკვე ვმუშაობდი... ჩემი ბავშვობის სტრესები გაცოცხლდა“ - ბლიც ინტერვიუ დიმი ლიპარტელიანთან
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944