„აბსოლუტურად გამოვრიცხავ ჩვენს დაწყვილებას და ერთად ყოფნას“ - ვისზე საუბრობს მერიემ გოგაშვილი

მერიემი

„პრაიმ ჰაუსის“  მონაწილე მერიემ გოგაშვილმა პირად და რეალითი შოუს ცხოვრებაზე „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა:

რა მოხდა შენს ყოფილ შეყვარებულთან, რატომ დაშორდი მას?

შეყვარებული მყავდა, რომელმაც მიღალატა. ეს ფაქტი კი ჩემს დაბადების დღეზე გავიგე, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა, ოღონდ დრამატულად არა. (მინდა აღვნიშნო, რომ მას ჩემს დაბადების დღეზე არ უღალატია, მათ შორის არც 9 ქალთან) 

რას იტყვი შენი და დიმის ურთიერთობაზე?

ჩემი და დიმის ურთიერთობაზე მინდა ვთქვა: დიმისთან ვფიქრობ, რომ არ ვიყავი რაღაც თემებში სწორი, ჩვენ ვართ კარგი მეგობრები, როგორც პიროვნებას ძალიან დიდი პატივს ვცემ და ახლაც ისევ ისეთი კარგი მეგობრები ვართ, როგორც პროექტის დასაწყისში ვიყავით. 

რაც შეხება მე და ირაკლის, აბსოლუტურად გამოვრიცხავ ჩვენს დაწყვილებას და ერთად ყოფნას, ირაკლის დავუმეგობრდი და მიხარია, რომ მისი სახით კარგი მეგობარი შევიძინე. 

რას ეტყვი შენს გულშემატკივარს?

ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის, მინდა იცოდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ეს პოზიცია