ბრიტანელი კაცი

84 წლის ბრიტანელმა კაცმა სკოლის დამთავრება 66 წლის შემდეგ გადაწყვიტა

84 წლის ბრიტანელმა კაცმა სკოლის დამთავრება 66 წლის შემდეგ გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

ერნი პაფეტი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. კაცს საშუალო განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აქვს, რადგან, ახალგაზრდობაში, ფიზიკის გამოცდაში 5-ჯერ ჩაიჭრა. 84 წლის ასაკში კი გადაწყვიტა, რომ ოცნება აისრულოს და დიპლომი მიიღოს. კაცი თავშესაფარში არსებულ ფიზიკის წრეზე დადის და უკვე ჩაირიცხა ჩესტერის კოლეჯში. ერნი პაფეტს გამოცდის ჩაბარება გაზაფხულზე მოუწევს. საკმარისი ქულების მიღების შემთხვევაში კი საოცნებო დიპლომს აიღებს.

მთავარი სიახლეები