6 წლის სმენადაქვეითებული გოგოსთვის მეზობლებმა ჟესტების ენა ისწავლეს

6 წლის გოგო

ადა ისეთივე მხიარული და ინტერესიანი ბავშვია, როგორც მისი თანატოლები, მაგრამ ზოგჯერ დღესასწაულებსა და თუ შეკრებებში მონაწილეობას სრულყოფილად ვერ ახერხებს. გოგონა სმენის დაქვეითებით დაიბადა. მართალია, სასკოლო გარემო სრულადაა ადაპტირებული, თუმცა ადას იმ ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს, რომელთაც ბრიტანული ჟესტების ენა (BSL) არ იციან.

წელს, ჰელოუინისათვის, გოგონას მეზობლებმა გადაწყვიტეს, ჟესტების ენა ელემენტარულ დონეზე ესწავლათ, რათა ადას მაქსიმალურად სრულყოფილი გამოცდილება მიეღო და მათ უკეთ გასცნობოდა. ლონდონში მდებარე მალვერნის ქუჩის მცხოვრებლებმა მზადება 3 თვით ადრე დაიწყეს.

როგორც BBC წერს, ისინი მინიმუმ კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ, რათა ჟესტების ენა აეთვისებინათ; სწორედ ამგვარად, ადასა და მის ოჯახისათვის ჰელოუნი დიდ სიურპრიზად იქცა. მეზობლები BBC-სთან ამბობენ, რომ მარტივი ადამიანური გამოვლინებები ხშირად დიდ კვალს ტოვებს, ამიტომ ძალისხმევის გაღება, მით უფრო ბავშვებისთვის, ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.