მძიმე ავარია სანაპიროზე - მოტოციკლი მანქანას შეეჯახა
1753282994
4 წლის ამერიკელმა ბიჭმა პოლიცია გამოიძახა, რადგან დედამ ნაყინი შეუჭამა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
უისკონსინის შტატის ერთ-ერთი პატარა დასახლების პოლიციის დეპარტამენტმა 4 მარტს უჩვეულო ზარი მიიღო. პატარა ბიჭი გაბრაზებული ხმით რეკავდა, ჩემი დედიკო ცუდად მოიქცაო. როცა ოპერატორი დაინტერესდა, თუ რა მოხდა, ბიჭს ახსნით თავი არ შეუწუხებია და ტირილამდე მისულმა ტელეფონში ორჯერ ჩასძახა, მოდით და დედაჩემი დააკავეთო.
ამ დროს საქმეში "დამნაშავე" ჩაერია და შვილს ტელეფონი გამოართვა.
„ტელეფონი აიღო და იძახდა, 911-ში უნდა დავრეკოო - მისი ნაყინი შევჭამე და ამიტომაც გირეკავთ",- აუხსნა ქალმა ოპერატორს.
პოლიციასაც სხვა რა გზა ჰქონდა, დანაშაულის ადგილზე ეკიპაჟი გაგზავნა. თუმცა, იქ მისულმა პოლიციის ოფიცრებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭი გაბრაზებული აღარ იყო და აღარც დედის დაპატიმრებას ითხოვდა - მხოლოდ ნაყინიღა უნდოდა. აი, ეს პატარა სურვილი კი მას პოლიციელებმა სულ ადვილად აუსრულეს და მერე ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.