1753194847
სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო

სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო.
როგორც მოსალოდნელია, მხარეები განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებსა და ორ ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას.
რუსეთის დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
უკრაინის დელეგაცია 14 წევრისგან შედგება.