ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
კოსტა სანიკიძე საავადმყოფოდან გამოწერეს. შეგახსენებთ, ის მცირე ხნის წინ ოჯახის თანდასწრებით ცივი იარაღით დაჭრეს.
კოსტა ამბობს, რომ მამაკაცი, რომელიც სახლში შეუვარდა და დანა რამდენჯერმე დაარტყა, არ ეცნობა და მისთვის მისი საქციელის მოტივიც უცნობია.
კოსტა სანიკიძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა:
„ხუთჯერ მქონდა დანა გულ-მკერდის არეში დარტყმული და ფეხზე ვიდექი, მოქნეული დანა ხელით მეჭირა, თვალებში ვუყურებდი და ვურტყამდი, მაგრამ მოტივი მაინც ვერ გავიგე. მე არ ვცხოვრობ ისე, რომ ამას ვიმსახურებდე. ეს არც ერთ ჩარჩოში არ ზის და გამგები გაიგებს…
ჩემ უკან დედა და ჩემი არასრულწლოვანი ძმა იდგნენ და ადგილზე რომ მოვმკვდარიყავი, იქ, ალბათ, ცოცხალი არავინ დარჩებოდა…
19 ნოემბერს მესამედ დავიბადე, არის ამ ყველაფერში მისტიკაც და მაგიაც, რაც სულ ახლავს ჩემს ცხოვრებას. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი გაკვეთილი იყო, ან რთულად ჩასაბარებელი გამოცდა… არ ვიცი, რადგან არც ერთი ლოგიკით ცოცხალი არ უნდა გადავრჩენილიყავი, მაგრამ სასწაული მოხდა, რაღაც დეტალებმა იმოქმედა, რომლის მეშვეობითაც, სული ისევ ჩემს სხეულს დაუბრუნდა…“
ცნობისთვის, 21 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ გიორგი გველესიანს, რომელსაც გამოძიება კოსტა სანიკიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ტრაგედია გორში - ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა
თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
„ერთ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა...“ - 17 წლის ფეხბურთელს დახმარება სჭირდება