„ერთ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა...“ -  17 წლის ფეხბურთელს დახმარება სჭირდება

ფეხბურთელი

 17 წლის ფეხბურთელს დიტო ჯამბურიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. 

„ნიჭიერ და პერსპექტიულ ფეხბურთელს, დიტო ჯაბურიას ჩვენი დახმარება სჭირდება. მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, თუმცა სასწრაფოდ საჭიროებს, კვლავ ქირურგიულ ჩარევას.

17 წლის დიტო ჯაბურიას სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი თანადგომა, მას დაუდგინდა თვალის უიშვიათესი დაავადება "კერატოტონუსი" რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 0,02%ს აღენიშნება.

ეს დაავადება გენეტიკურია და სამწუხაროდ ძალიან სწრაფად ვითარდება, მან უკვე ერთ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა სასწრაფოდ საჭიროებს გადანერგვის ოპერაციას, რათა მეორე თვალიც იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. დიტოს 3 თვის უკან რიზეში, არაშტურმას კლინიკაში დაუდგინდა კერატოტონუსი, ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა და მეორე თვალზეც მოგვიწია ქირურგიული ჩარევა, თვალი სასწრაფოდ საჭიროებს რქოვანას ტრანსპლანტაციას (კერატოპლასტიკას, ანუ დაზიანებული რქოვანის ჯანსაღი რქოვანით შეცვლას ) ეს ოპერაცია კი ტარდება სტამბოლში და ჯდება 20,000 $ .

სამწუხაროდ ოჯახს არ გააჩნია ოპერაციისთვის საჭირო სახსრები , ამიტომ ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას, ჩვენთვის 1ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია. დიტო ზუგდიდში რუხის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი, ხოლო თბილისის არაგველების მოქმედი ფეხბურთელია, ამ ვერაგმა დაავადებამ კი მისი კარიერული წინსვლა შეაჩერა. ჩვენ თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს.

#დანიშნულება #დიტოსთვის

მიმღები: #ფონდი_კონფიანზა

 საქართველოს ბანკი:

#GE51BG0000000541719187

 თიბისი ბანკი:

#GE86TB7802936080100014

ლიბერთი ბანკი:

#GE10LB0115137114451000

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრაგედია გორში - ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა

ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს 2023-ის ბოლოს დიდი ბედნიერება ელის – როგორი იქნება დეკემბრის ბოლო პერიოდი

საბურთალოზე 7 000-ზე მეტ აბონენტს გაზი არ მიეწოდება - როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება