დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"ღამის პრაიმტაიმის" წამყვანობა რომ შესთავაზეს, სიხარულით დათანხმდა, თუმცა ტოქშოუს დაწყებამდე ისე ინერვიულა, ღამეები არ მძინავსო, ამბობდა.
გადაცემის დაწყებიდან ორი თვე გავიდა, თუმცა ნინო ჩხეიძეს ჩაწერამდე მაინც ნერვიულობს, სცენარშია თავჩარგული, მუშაობს და სცენარისტს მეტ და მეტ ინფორმაციას სთხოვს.
იმიჯის შეცვლა უკვე წესად ექცა. ხუმრობს, ჩაწერიდან ჩაწერამდე ვიცვლი ვარცხნილობასო.
- ღამეები არ მძინავსო, ამბობდი. ახლა?
- ახლა მძინავს, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. გადაცემის წინა დღეს მთელი სცენარი თავში მიტრიალებს. კითხვებს ვალაგებ, პასუხებს წარმოვიდგენ. ვერავინ დამელაპარაკება, ოჯახის წევრებსაც არ ვეკონტაქტები. სერიოზულად ვემზადები.
ჩაწერის დროს ნიკა ხაჩიძე ძალიან მეხმარება. მას გამოვარჩევ, რადგან ტელევიზიაში, ჩვენზე, ყველაზე გამოცდილია. მე და ნიკა დიდი ხანი ვთანამშრომლობდით ჩემს რადიოში. ჩაწერის შემდეგ სულ ვეკითხები, როგორი იყო. ძალიან მეხმარება ზურაც.
გამიმართლა თანაწამყვანებში. მე ხომ ზურას და ნიკას შორის ვზივარ. ისინი მაბალანსებენ. მივეჩვიე ხაჩიძეებს.
შეიძლება ავთანდილი უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ვაღიარებ, მე ჩემს ბიჭებთან ერთად თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
მერე უკვე გადაცემაში ჩემს თავს ძალით ვუყურებ, კრიტიკულად, რომ შეცდომები გავითვალისწინო. ყველაზე უკეთ ვიცი, სად როგორი ვიყავი. მინდა, რომ მორიდება და კითხვის დასმის წინ მობოდიშება მოვიშალო. ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა მერიდება. ჩემს ზედმეტ ზრდილობას ვებრძვი.
- ანა ახალი ვარცხნილობით მოგწონს?
- მომწონს, მაგრამ არ შეიჭრა ინანებ-მეთქი, გავაფრთხილე. გრძელი თმა მიყვარს. 17 წელი არ შეუჭრია და „ღამის პრაიმტაიმში“ მოხდა მისი ახალი ვარცხნილობის ნათლობა. უხდება.
მე ყველა გადაცემაში სხვადასხვა ვარცხნილობა მაქვს. ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინა ჭინჭარაული გავაგიჟე.
ნინა ჭინჭარაული: - ანასგან განსხვავებით, ნინო ძალიან უყვარს ცვლილებები და ექსპერიმენტები. გადაცემას რომ ვიწყებდით, ნინო მოვიდა შავი გრძელი თმით. მესამე გადაცემის ჩაწერაზე უკვე მოკლე წითელი თმით გამოცხადდა. უხდებოდა. ცოტა ხანში დაგრძელებული, სპილენძისფერი თმა ჰქონდა...
ნინო: - ჩემ წითელ თავს, რომ ვხედავდი ეკრანზე, ცუდად ვხდებოდი. არადა, მანამდე მჯეროდა, რომ მოკლე წითელი თმა ძალიან მომიხდებოდა. მერე ვიფიქრე, გრძელი თმა ხომ არ ჯობდა-მეთქი? მოკლედ, გადაცემის გასვლას არ ველოდები, შეცვლილი ფერით და ვარცხნილობით ვხვდები. თან არ დაგავიწყდეთ, ჩემით ვიღებავ. ახლა მაკავებენ, რომ სხვა ფერით არ მოვიდე. არა, შევჯერდით რომ ეს ფერი მიხდება და სეზონის ბოლომდე მექნება.