პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში ხშირად ვხდებით პოსტებს მიტოვებულ, დაკარგულ ცხოველებზე და ვკითხულობთ საზოგადოების რეაქციებს. საბედნიეროდ, მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე. ხშირად დაინახავთ თბილისის ქუჩებში, ახალგაზრდას, ხანში შესულ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც ქუჩის ძაღლებისთვის საკვებს ყიდულობენ და უნაწილებენ.
ამ თემის ირგვლივ საუბარმა გასული წლის მაისის ამბავი გაგვახსენა, რომელიც აშშ-ში მოხდა.
„გოგონა ოქროს გულით”– ასე გაიცნო ფართო საზოგადოებამ 11 წლის მოზარდი, რომელმაც სიცოცხლე ცხოველების გადარჩენას შესწირა. ისტორიას გმირი გოგოს შესახებ New Yourk Post-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რაილის სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმოკიდებული სახლიდან 11 წლის გოგო და მისი ოჯახის წევრები გამოსულები იყვნენ, მაგრამ რაილი უკან ლეკვების გამოსაყვანად შებრუნდა და სამწუხაროდ, დაიღუპა.
„მას მართლა ძალიან უყვარდა ცხოველები და ამ სიყვარულს შეეწირა კიდეც. ის ალმოდებულ სახლში ორი ლეკვის გამოსაყვანად შებრუნდა და ჭარბი რაოდენობის კვამლის ყლაპვის გამო დაიღუპა. მეზობლებმა მისი შეჩერება სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს.” – უამბო დედამ გამოცემას.
ასევე ნახეთ: „საოცარი ამბავი გითხრათ?“ - ლეკვებიან მიტოვებულ ცუგას შემფარებელი გამოუჩნდა