VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მიტოვებულ ცუგას ლეკვებით, რომლის ფოტომაც დღეს სოციალური ქსელი მოიცვა თბილისში პატრონი გამოუჩნდა.
ინფორმაციას „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“ ავრცელებს.
„საოცარი ამბავი გითხრათ? ამ მიტოვებულ დედას ლეკვებით თბილისში უკარგესი ბიჭი გიორგი ლებანიძე იფარებს
დიახ არ მოგესმათ ამ საოცრებებს იფარებენ.
ამ წამს ცხოველების ტაქსი მარიამ რუაძე მიდის მათ წამოსაყვანად. თქვენს მიერ გაღებული თანხა კი გადავურიცხე მათ გადამრჩენელ ანას და ხვალ საკვებს უყიდის და მიაწვდის.
ახლა კი დავეხმაროთ გიორგის ლეკვების დაბინავებაში ამ ადამიანმა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გმირობა ჩაიდინა.
გმირობა რომლის ძალაც ბევრს არ გვყოფნის აი ეს შეუძლია ამ გვერდს და ინფორმაციის გავრცელებას“, - წერია „ფეისბუქ“ პოსტში.