ზურიკო დავითაშვილმა „ბასტიასთან“ დუბლი შეასრულა

ზურიკო დავითაშვლი

 საფრანგეთის ლიგა 2-ში დუბლით გამოირჩა ზურიკო დავითაშვილი. „სენტ ეტიენი“, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს „ბასტიასთან“ ფრეს დასჯერდა. ქართველმა ნახევარმცველმა 24-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„სენტ ეტიენს“ მოგებაც შეეძლო, თუმცა 87-ე წუთზე ფლორიან ტარდიუმ პენალტი ვერ გამოიყენა. დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 15 თამაშში 8 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავის ლიდერია. ქართველის გუნდი 30 ქულით მეორე ადგილზეა და 3 იანვარს „ლე მანს“ შეხვდება.