დაურ ბუავას დედა საქართველოშია
1788194838
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მატჩზე სავსე ტრიბუნების მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„მატჩამდე 5 დღით ადრე შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 23 სექტემბერს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს დაიწყო და უჩვეულოდ მცირე დროში, დღე-ნახევარში გაიყიდა.
უეფა-ს მოთხოვნების თანახმად, სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრებისთვის მხოლოდ დასაჯდომი ადგილებია გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი ტევადობა 2006 წლის რეკონსტრუქციის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ ეტაპზე 55 000-მდე მაყურებელს იტევს.
დაურ ბუავას დედა საქართველოშია
1788194838
კარგი სიახლე რუსთავი-თბილისის მგზავრებისთვის
1788195872
შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი
1788186189