დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
RMC Sport-თან საუბრისას, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში ლიგა 1-ის კლუბებს შესთავაზეს.
21 წლის ფეხბურთელმა შთაბეჭდილება მოახდინა და ექვს მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. Azzurri-მ ის 10 მილიონ ევროდ გააფორმა, შემდეგ ის დაბრუნდა თავის ქვეყანაში, რათა ეთამაშა ბათუმის „დინამოში“ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და იძულებული გახდა, დაეტოვებინა ყაზანის „რუბინი“.
სანიოლი ცდილობდა დაერწმუნებინა რამდენიმე ფრანგული კლუბი, რომ კონტრაქტზე მოეწერა ხელი, მაგრამ მხოლოდ ერთმა გადაწყვიტა ამის გაკეთება და მხოლოდ სამმა ან ოთხმა უდიდესმა კლუბმა მიიღო სერიოზულად ბორდოს ყოფილი მენეჯერის რჩევა.
„მხოლოდ მესმოდა: „ვილი, ის უბრალოდ ქართველია, ის ხომ არ არის ბრაზილიელი, ეს კი ნაკლებად გლამურულია“. - ამბობს ვილი სანიოლი.
გარემარბს, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ წინააღმდეგ, სანიოლი ფრანკ რიბერს ადარებს - „გაიხსენეთ რიბერი იმავე ასაკში და როგორ მოახერხა მან დროთა განმავლობაში გაუმჯობესება და თქვენ გაქვთ მისი ზუსტი ასლი“. - თქვა მან.