სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის დროს, მამუკა ხაზარაძე ავარიაში მოჰყვა - მას ნეკნების მოტეხილობა აქვს
1794562178
ყაზახურმა შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ორგანიზაცია NAIZA-მ ქართველი მებრძოლი საბა ლაზიშვილი მიიწვია და მას პირდაპირ საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა შესთავაზა.
ორგანიზაციის ადმინისტრაციამ ლაზიშვილს სოციალურ ქსელში მიმართა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა, გამბედაობა და თავდაჯერებულობა შთამბეჭდავი იყო.
„გამარჯობა! ჩვენ ვნახეთ შენი გამბედაობა და თავდაჯერებულობა, შენი გამოსვლა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. გვსურს, ჩვენს პრომოუშენში კონტრაქტი შემოგთავაზოთ. შეგიძლია პირდაპირ ჩემპიონის ტიტულისთვისაც კი იბრძოლო. ველოდებით შენს პასუხს!“,- წერს გვერდის ადმინისტრაცია ლაზიშვილის „ინსტაგრამზე“.