1794553553
ვარლამ ლიპარტელიანი: ჩინეთში ვიზიტმა დადებითად ჩაიარა, იმედი მაქვს, სამომავლოდ ორი ერი კიდევ უფრო დაახლოვდება და მეტ ურთიერთობას ვიქონიებთ ამ შესანიშნავ ქვეყანასთან
საუბარი იყო რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის იყოს გაცვლითი პროგრამები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული კუთხით, რაც წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.
როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ სამომავლოდ საქართველო და ჩინეთი კიდევ უფრო დაახლოვდება.
„მოგეხსენებათ, ჩინეთში გვქონდა შეხვედრები ჩინეთში ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდულ მიმართულებას. ვიცით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს აუცილებლად გაფორმდება მემორანდუმი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომავალ წელს აუცილებლად ჩამოვალთ ფორუმზე, ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე იყო საუბარი, რომ ჩინელი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ, მოხდეს გაცვლითი პროგრამები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული კუთხით. ვფიქრობ, ეს ძალიან სასიამოვნოა და კარგია, რადგან დიდ გამოცდილებას მიიღებენ ჩვენი ახალგაზრდები მომავალში და ეს მხოლოდ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობას. ასევე შეხვედრები გვქონდა ტექნოლოგიების მიმართულებით და ვიტყოდი, რომ დადებითად ჩაიარა ჩვენმა ვიზიტმა ჩინეთში. იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო დაახლოვდება ორი ერი და მეტ ურთიერთობას ვიქონიებთ ჩინეთთან“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.












