ვინ არის და რას წარმოადგენს გიორგი გველესიანი, რომელიც ნაკრებში 1 შანსს ითხოვს

გიორგი გველესიანი

2 დღის წინ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ქართულ სპორტულ გაზეთს მისწერა და გულისწყრომით ისაუბრა, რომ წლებია მას ერთი შანსიც არ ეძლევა, როცა სხვა ფეხბურთელებს უკვე ნაკრებში ჩასვლაც ეზარებათ, ან უკვე ნაკრებში თამაშის ხალისი არ ეტყობათ. გველესიანის თქმით, წლებია ირანში მაღალ დონეზე თამაშობს და მინიმუმ 1 შანსს მაინც იმსახურებს.

შესაძლოა, იყო დრო, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას არ ვიმსახურებდი, მაგრამ მქონდა პერიოდიც, როცა დავიმსახურე, მაგრამ სანაკრებო სიაში მაინც ვერ მოვხვდი. თითქოს არ ვარსებობ, თითქოს ეროვნების გარეშე ვარ. თვალები დახუჭული აქვთ.“ - ამბობს ფეხბურთელი.

ცენტრალურ მცველს, რაც გამოარჩევს, მისი თავდაჯერებულობა, შეტევის წამოწყება, თავით კარგი თამაში და საოცარი საგოლე ალღოა. თამაში საყრდენადაც შეუძლია და Transfermarkt-ზე 400 ათას ევროდ ფასობს.

31 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი ირანის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ „სეპაჰანში“ თამაშობს, ლიდერი და ერთადერთი ლეგიონერია. 

გველესიანმა პროფესიონალური კარიერა 2010 წელს „დინამო თბილისში“ დაიწყო და საქართველოში მხოლოდ „დინამოში“ უთამაშია. გიორგიმ „დინამოს“ რიგებში 7 წელზე მეტი გაატარა, იყო წასვლის მომენტებიც, კონტრაქტის არგახანგრძლივება, თუმცა, ირანში წასვლამდე და წასვლის შემდეგაც თბილისური კლუბი მისთვის შეუცვლელი რჩებოდა.

2017 წელს „ზობ აჰანში“ 50 ათასი ევროს ნაცვლად გადავიდა, 2018 წელს „ნასაჯიში“ აღმოჩნდა, 2019 წლის 1-ლი ივლისიდან კი „სეპაჰანის“ წევრია. ირანის უმაღლეს ლიგაში 80 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. წარმატებით გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგაზე.

წყარო: fanebi.com