პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
MatchDay სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას ლომისის ბავშვთა სახლში მცხოვრები იოანე ჯიშკარიანზე, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს და ნაკრების თამაშებზეც ხშირად დადის, 2 აპრილს კი „ნაპოლისა“ და „მილანის“ თამაშს დაესწრება.
„ფოტოზე იოანე ჯიშკარიანია. ახალ წელს ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ლომისის ბავშვთა სახლს როცა ვესტუმრეთ, იქ გავიცანით პატარა იოანეც, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს ფეხბურთი, ხშირად დადის საქართველოს ნაკრების მატჩებზე.
ჩვენი სოციალური პროექტის ფარგლებში, იოანე ფეხბურთზე შევიყვანეთ - ის ს.კ უქიმერიონი / FC Uqimerioni-ში დადის. ისეთი გამორჩეული და ნიჭიერი ბავშვია, ამასთანავე მონდომებულიც, რომ ფეხბურთზე შესვლიდან 2-3 კვირაში აკადემიის პირველ გუნდში დააწინაურეს.
ამას წინ დავაანონსეთ, რომ ძალიან კარგი ხალხის, ჩვენი ემიგრანტების ხელშეწყობით, Katerina Kiladze-ის დახმარებით იოანე ნეაპოლში გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიას მატჩს დაესწრება. ჰოდა, დღეს დილით გაემგზავრა.
ვენეცია, ვერონა, მილანი - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომელსაც იოანე ამ დღეებში დაათვალიერებს, 2 აპრილს კი ნეაპოლში, ნაპოლისა და მილანის მატჩს დაესწრება. ოცნებები ხდება.“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.