1738558660
VIDEO: „თუ ერთი კადრი უნდა შევინახო მოგონებად, ეს იქნება...“ - რას ამბობს ვილი სანიოლი
გავაცნობიერე, რომ რაღაცას მივაღწიე, ამ მოთამაშეებით რაღაც შევქმენი, ახლა ეს უბრალოდ ფეხბურთელების შეკრება კი არა, ნამდვილი გუნდია," - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.
სანიოლი ფეხბურთელების და მიღწეული წარმატების შესახებ საუბრობს.
„რთული ეტაპებიც გავიარეთ და კარგი პერიოდებიც გვქონდა, მაგრამ გარკვეულნ რაღაცებს წაგების დროსაც კი ქმნი. მე მაგალითად, ასეთი რაღაც წინა ერთა ლიგაზე დავინახე, როცა მოთამაშემ გოლი გაიტანა და მთელი გუნდი მასთან გაიქცა, ერთად აღსანიშნავად. ეს ძალიან ნამდვილი იყო. ეს არ იყო ფანებისთვის ის და შოუსთვის ის დადგმული სანახაობა. ვგრძნობდი, რომ მოთამაშეები ერთად ბედნიერები იყვნენ, უნდოდათ ერთად თამაში. ეს იყო დღე, როცა გავაცნობიერე, რომ რაღაცას მივაღწიე, ამ მოთამაშეებით რაღაც შევქმენი. ახლა ეს უბრალოდ ფეხბურთელების შეკრება კი არა, ნამდვილი გუნდია, ჯგუფი ჩემთვის.
თუ ერთი კადრი უნდა შევინახო მოგონებად, ნამდვილად ეს კადრი იქნებოდა.
ნახეთ ვრცლად ↓
View this post on Instagram