VIDEO: სტუმრად კრიშტიანუ რონალდუსთან - ნახეთ, როგორია ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის კვების რაციონი

რაციონი

ტექნოლოგიური კომპანია WHOOP-ი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს სახლში ესტუმრა.

ვიდეოში პორტუგალიელი ფეხბურთელი საუბრობს, როგორია მისი კვების რაციონი და რა შემთხვევაში არღვევს სწორ კვებას.

„მე მიყვარს სწორად კვება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხბურთს ვთამაშობ, არამედ ჯანმრთელობისთვის. ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ რაც ცხოვრებაში გაგაჩნია. 

მე მყავს დიდი ოჯახი, მივირთმევ პიცას, ბურგერებს, ჩიფსებს მათთან ერთად. ვიცით, რომ ეს არ უნდა გავაკეთო ხშირად, მაგრამ ეს კარგია ზოგჯერ, რადგან თუ ასე არ მოიქცევი შვილები იტყვიან, რომ მოსაწყენი მამა ხარ“, - ამბობს კრიშტიანუ. 

ნახეთ ვიდეო სრულად ⇓

 

@whoop A once in a lifetime look inside CR7’s fridge? 👀 Yes, chef! Join us for a walk through the greatest footballer in the world’s kitchen, and see how he eats what it takes to stay at the top of his health, fitness, and parenting game. #cristianoronaldo #cr7 #housetour #familytime #WHOOP #UnlockYourself ♬ original sound - WHOOP