VIDEO: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის პირველობა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში შვედი ელიას იმერი დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში – 6:4, 7:5 დაამარცხა და მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობის ჩემპიონობა გასული წლის მარტში მარტში იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჩოგბურთელმა მიმდინარე წელს ერთეულთა თანრიგში პირველი შეხვედრა მოიგო. ნიკას წარუმატებელი მატჩების სერია კი სათავეს 2021 წლის ნოემბრიდან იღებდა. ამასთან, ორი დღის წინ ბასილაშვილმა წყვილთა თანრიგშიც შეძლო პირველ მატჩში გამარჯვება.