პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება ATP ანტიკორუფციული ოფისი (ITIA).
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები განცხადებას ავრცელებენ.
„გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს, პირველ რიგში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამასთან, სპორტსმენის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
აღნიშნული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ერთ-ერთი რუსული მედია-პლატფორმიდან. სტატია მთლიანად არის დაყრდნობილი ვარაუდებზე. ის მომზადდა ცალმხრივად და ინფორმაცია არ გადამოწმებულა ნიკოლოზ ბასილაშვილთან და არც ანტიკორუფციულ ოფისში (ITIA).
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი სანქციები და დისკვალიფიკაცია არ ემუქრება. ის ამ დროისთვის იმყოფება დოჰაში ტურნირზე, რომლის ფინალისტიც გასულ წელს გახდა“,- ნათქვამია განცხადებაში.