პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის პირველობის ნახევარფინალშია.
ნიკა მეოთხედფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის 36-ე ნომერს, უნგრელ მარტან ფუჩოვიჩს დაუპირისპირდა და 2 საათიან და 15 წუთიან თრილერში - 1:6, 6:3, 7:5 დაამარცხა.
29 წლის ჩოგბურთელი ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერს, ფრანგ არტურ რინდერკნეხს დაუპირისპირება. მატჩი 19 თებერვალს, საქართველოს დროით 11:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობის ჩემპიონობა გასული წლის მარტში მარტში იზეიმა.