VIDEO: „ნაპოლის“ ფანებმა ემოციის კონტროლი დაკარგეს - აი რა ხდება ნეაპოლის ქუჩებში

ეს ხდება ნეაპოლის ქუჩებში

La Repubblica წერს, რომ ნეაპოლში სკუდეტოს მოგების ზეიმისთვის აღნიშვნაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. თავად განსაჯეთ, "პარტენოპეი" უახლოეს მდევარ "ინტერს" 18 ქულით უსწრებს და ჩემპიონატის დასრულებამდე 14 ტურია დარჩენილი.

ივნისის დასაწყისისთვის ნეაპოლში სასტუმროები და საოჯახო ტიპის სახლები თითქმის დაჯავშნილია.

ნეაპოლში ქალაქის ქუჩებშიც უკვე საზეიმო მზადება შეინიშნება. გულშემატკივრებმა მყარი ყდისგან "ნაპოლის" ფეხბურთელების სასტარტო თერთმეტეულის ფიგურები გამოჭრეს, რასაც ვიდეოზე იხილავთ.