გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოება, სადაც მან ქართული ბიბლიოთეკები გახსნა. მწერალი ამ თემაზე საინტერესო პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„გუშინ და დღეს იტალიაში, მილანში და ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკები გავხსენით. ეს ამბავი ასზე მეტმა იტალიურმა გამოცემამ გააშუქა. აქამდე მსოფლიოს 80 ქალაქში გაგვიკეთებია იგივე, თუმცა ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ დღეს იტალიაში სულ სხვა კონტექსტია - ჟურნალისტების უმრავლესობა მეკითხებოდა, ხვიჩა კვარაცხელიას სამშობლოს ჰყავდა თუ არა დიდი მწერლები და როცა იგებდნენ, რომ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში მნიშვნელოვანი ტექსტები გვქონდა და ადრერენესანსული პოემა, რომელიც ,,ღვთაებრივ კომედიას" არაფრით ჩამოუვარდება, ცოტა ეღიმებოდათ.
მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ხვიჩასაც ზუსტად ესმის, რომ ის ახლა ერთგვარი ლოკომოტივია, თუნდაც ევროპის ერთ ქვეყანაში და ჩვენ ვალდებულები ვართ მეტი გავაკეთოთ - გავაცნოთ ჩვენი საოცარი ქვეყანა, რთული ისტორიით და დიდი კულტურით. ამას ათასობით ქართველი ემიგრანტიც ელის და ამიტომაც იყო მათთვის მნიშვნელოვანი ამ სივრცეების გახსნა. წინ, დიდი საქმეებია.