პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში წისნვლას აგრძელებენ – ნეაპოლელებმა ქართველის შესანიშნავი თამაშით გასვლაზე „ემპოლი“ 2:0 დაამარცხეს და ერთპიროვნულად ლიდერობენ.
სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც გასვლაზე გამართეს, ნეაპოლელები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ. ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გადაცემის შემდეგ, პიოტრ ზელინსკიმ კარში დაარტყა, ბურთი „ემპოლის“ მცველს, ადრიან ისმაილს მოხვდა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ამის გამო ქართველს საგოლე გადაცემა არ ჩაეწერა.
ხვიჩას სტატისტიკაში არც 28-ე წუთზე გატანილ გოლში მონაწილეობა დაუფიქისრდა, თუმცა სტუმრებმა უპირატესობა კვარაცხელიას აქტიურობის შედეგად გაზარდეს – ხვიჩას დარტყმა მასპინძელთა მეკარემ, გილერმო ვიკარიომ მოიგერია, დამატებაზე კი ვიკტორ ოსიმენმა სეზონში მე-19 გოლი გაიტანა.
67-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან მარიო რუი გააძევა და „ნაპოლი“ კაცნაკლული დარჩა, ამის გამო ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დაცვის გასაძლიერებლად კვარაცხელია მცველით, მატიას ოლივერათი ჩაანაცვლა.
„ნაპოლიმ“ უპირატესობა შეინარჩუნა (2:0), 24 ტურის შემდეგ 65 ქულა დააგროვა და 18 ქულამდე გაზარდა უპირატესობა კონკურენტ მილანის „ინტერთან“, რომელიც ტურის მატჩს 26 თებერვალს გასვლაზე „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.