„როგორ გაყინულს ჩაეხუტებიან და ნახავენ 23 წლის ვაჟკაცს...“ - ტრაგედია ლაგოდეხში

ბიჭი

ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოლონეთში გარდაცვლილ 23 წლის ემიგრანტზე წერს და ამბობს, რომ ცხედარი უკვე საქართველოშია ჩამოსვენებული.

„ჩამოასვენეს საქართველოში 23 წლის ნიკა ცუცქირიძე... მისი ემიგრანტი დედა იტალიიდან მოფრინავს მამა პოლონეთიდან... მამიდამისი საბერძნეთიდან. საშინელება ტრიალებს

ლაგოდეხში, როგორ გაყინულს ჩაეხუტებიან და ნახავენ 23 წლის ვაჟკაცს. გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი პოლონეთში, 23 წლის ნიკა ცუცქირიძე. გლოვობს ჩემი ლაგოდეხი ღმერთს ხომ მასთან კარგები უნდა !!

დედას სტკივა, დაბრუნდი შენ რომ აღარ ხარ გული ყველას სტკივა. დედას ძალიან სტკივა განიცდის. დედა ლოცულობს, ყოველთვის დაგიცდის, დედის ტკივილი არავინ არ იცის, ისევ შავებში და ცრემლებში.

ნიკა დაბრუნდი!! დაბრუნდი ისევ გააბედნიერე დედა ის დედა, რომელიც ახლა შენს ცხედარს ელოდება ცრემლიანი თვალებით დგას და მიგტირისს შავებში მოწყობილი დედა ... დედა, რომელსაც გულის ნაწილი მოსწყვიტეს .. დედა რომელსაც შვილი მოუკვდა შვილი რომელსაც ზრდიდა, რომელიც გაზარდა ვაჟკაცად დიდი გეგმებით. უხაროდა შენი დაბადება გულში ფიქრობდა მე მას გაზრდი როგორც კაცს ...პირველი დანახვისთანავე გულში ჩაგიკრა. მან არც კი იცოდა ასე მალე თუ დატოვებდი, რატო? დედაა შენს უეცარ გარდაცვალებას დასტირის. მას ხომ მხოლოდ ის უნდოდა, რომ შენთან ყოფილიყო, ყოველ დილით ჩაგხუტებოდა. შენი ნახვით შენი ჩახუტებით ეცოცხლა მაგრამ.... და შენ წახვედი მაღლა ცაში გაფრინდი, თითქოს არაფერი ამ დროს დედა თმებს იწეწავს და აღარ იცის რა ქნას, მან ხომ შვილი დაკარგა.. ნიკა, ბიჭო, შენს გარეშე ახლა რა ეშველება?

შენი ოჯახი გლოვობს ნიკუშ, მხოლოდ ერთი რამე უნდათ რომ დაბრუნდე .. დაბრუნდე და ისევ ჩაეხუტო მათ. დაბრუნდე და აღარ წახვიდე, მხოლოდ ეს ! 1 სურვილი მაქვს მხოლოდ ერთი შენ დაბრუნდი დაბრუნდი და შენს დედას სიცოცხლის აზრი დაუბრუნე. დაბრუნდი და მიეცი შანსი შენს ოჯახს რომ გაიღიმონ მიეცი შანსი შენთან უფრო ბევრი დრო გაატარონ ნიკუშ... დაბრუნდი ვერ ხედავ დედაშენი შავებში ჩაცმული როგორ გლოვობს შვილის სიკვდილს ვერ ხედავ როგორ ტირის ყველა? ყველას როგორ აკლიხარ რატო არ ბრუნდები ნიკუ?? დაბრუნდი ნიკუშა დაბრუნდი...“,- წერს შოთო სიხარულიძე.