კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
„ნაპოლიმ" 33-წლიანი პაუზის შემდეგ, 33-ე ტურში მე-3-ედ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული!
სამხრეთიტალიური კლუბისთვის ჩრდილოელ და დედაქალაქელ ტიტანებთან პაექრობაში მოპოვებული სკუდეტო განსაკუთრებულად ფასეულია.
„ნაპოლი“ „უდინეზეს“ დაუზავდა (1:1) და სკუდეტო მოიპოვა.
ნახეთ ვიდეო: ატირებული ხვიჩა საქართველოს დროშით - ემოციური კადრები გასახდელიდან
პირველი მომენტი ნეაპოლელებმა 22-ე წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ბეკაოსთან კონტაქტისას წაიქცა, მაგრამ VAR-მა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. უდინელები საკმაოდ უხეშობდნენ, მეტადრე ხვიჩას მიმართ, თუმცა მსაჯი მათდამი ლოიალური იყო. მთავარი კი ისაა, რომ „ნაპოლი“ უნიათოდ უტევდა და დამაჯერებელი ვერ გახლდათ.
მეორე ტაიმი სპალეტის გუნდმა აქტიურად დაიწყო, ქართველის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ოსიმენმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. მორიგი იერიშისას „კვარამ“ მეურვე ჩამოიცილა, საჯარიმოში ელმასს პასი გაუკეთა, რომელმაც ვერ დაარტყა, ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ჯარიმა დააფიქსირა.
დარჩენილ დროში "ნაპოლიმ" მშვიდად მიიყვანა საქმე სასურველ დასასრულამდე და ოქროს მედლები მოიპოვა.
დიეგო მარადონას ქალაქში ვხედავთ ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას პორტრეტებს, მაისურებს, საქართველოს დროშებს... სხვადასხვა ატრიბუტებს...
ნეაპოლს მხოლოდ იმიტომ არ უყვარს ხვიჩა, თავისი ფეხბურთით ახალი ცეცხლი რომ დაანთო იტალიის სტადიონებზე - ის უყვართ თავმდაბლობისა და დიდი პროფესიონალიზმის გამოც.
ქართველი გულშემატკივარიც პირველი ტურიდან მოყოლებული ისე ქომაგობდა "ნაპოლის", როგორც - საქართველოს ნაკრებს.
საამაყოა, რომ ამ საყოველთაო ზეიმში არის ქართველი ვარსკვლავის წვლილიც 12 გოლი და 10 საგოლე პასი! დიახ, სერია A-ს პირველივე სეზონში, ერთ-ერთ ყველაზე რთულად სათამაშო ლიგაში...
იმ ლიგაში, სადაც ერთ სეზონში 3-ჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, რაც აქამდე არავის ღირსებია. ხვიჩა არა უბრალოდ "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელია, ის არის ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური ელჩიც, რადგან დღეს ფეხბურთი აღარ არის სპორტის ერთი რიგითი სახეობა.
სხვათა შორის, ასეთი ტვირთი აკისრია ყველა იმ ქართველ ფეხბურთელს, რომელიც ქვეყნის გარეთ თამაშობს, თუნდაც ყველა მათგანი არ იყოს დღესდღეობით ისეთი წარმატებული, როგორიც ხვიჩაა.
რამდენი წლისაა ხვიჩა კვარაცხელია?
მხოლოდ 22 წლისაა – კვარაცხელია 2001 წლის 12 თებერვალს დაიბადა. მისი სათამაშო კლასიდან გამომდინარე, შესაძლოა იფიქრეთ, რომ ასაკით უფრო მეტისაც იყო.
სატრანსფერო ჭორები
სერია A-ში თავის გამოჩენის შედეგად, პირველივე სეზონში ყურადღების ცენტრში მოექცა. არ არსებობს ორი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიური კლუბი მას მხოლოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შეელევა. Transfermarkt-ის თანახმად, მისი შეძენით “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” ინტერესდებიან, თუმცა ცხადია, რომ ამ დონეზე თამაშის გაგრძელების შემთხვევაში, მისი დამატება ნებისმიერ ევროპულ კლუბს ენდომება.
ნანა ჩხაიძე
ასევე ნახეთ VIDEO: როგორი სახლი აქვს დიღომში ხვიჩა კვარაცხელიას - CBS-მა “კვარადონაზე“ სიუჟეტი მოამზადა