კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
„ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა. ცნობილმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა „ნაპოლის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი დაასახელა.
პოპულარული გაზეთისგან 10 ქულა მხოლოდ კვარაცხელიას ერგო.
„კვარა იყო სიხარულის აფეთქების მუხტი და ამაჩქარებელი, რომელიც ამღვრევს ამ ქალაქის გრძნობებს, რაც გაჟღენთილია ტოტალური ძმობის გრძნობით, რომლის ტექნიკური ლიდერი ქართველია. ეს სკუდეტო ყველას ეკუთვნის, მაგრამ მომავალ სეზონში, როცა „ნაპოლი“ მაისურებს შეკერავს, მკერდთან ყველაზე ახლოს მისი გვარი უნდა ეწეროს: კვარაცხელია“, - წერს ცნობილი გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა. ის მეორე ქართველია კახა კალაძის შემდეგ, ვინც იტალიის ჩემპიონი გახდა.