VIDEO: ისტორიული პრესკონფერენცია თეთრ სახლში - ილია თოფურიამ ჟურნალისტებს ქართული ფენომენი აუხსნა

ილია თოფურია

მსოფლიო სპორტის ყურადღება ვაშინგტონისკენ, თეთრი სახლისკენ არის მიპყრობილი, რომელიც UFC-ის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტო და მასშტაბურ ბრძოლას უმასპინძლებს.

15 ივნისს, საქართველოს დროით გამთენიისას, ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ოქტაგონზე ამერიკელ ვარსკვლავს, ჯასტინ გეიჯს დაუპირისპირდება. ამ ისტორიული მატჩის წინ გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, ამერიკელი ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართველი მებრძოლების ფენომენით და ჩემპიონს ჰკითხეს, თუ რატომ არიან ქართველები ასეთი უძლეველები საბრძოლო სპორტში?!

„ჩვენ მებრძოლები ვართ, მებრძოლი სული გვაქვს!“, - განაცხადა თოფურიამ და კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს ქართველი ხალხის უტეხი ხასიათი.

ვიდეოს La Gazzetta Georgia ავრცელებს.