პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, მუნდიალის გარშემო კონტროვერსიულ საუბარს დასასრული არ უჩანს. ამჯერად BBC-ის ყურადღების ცენტრში კატარში არსებული ფანების სოფელი მოხვდა, რომელიც 6,000 სტუმარს იტევს.
"ჯერ კიდევ აშენებენ, დღის მანძილზე გარეთ ვერ გახვალ ნამდვილი ჯოჯოხეთია. მაგრამ რა გვიკვირს, ეს ხომ უდაბნოა?" - იაპონელი შოგო ნაკაშიმა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფანების სოფელს ესტუმრა.
"ღამე დაახლოებით 200 დოლარი ღირს, მაგრამ ნომრები როგორც ფიფას საიტზე გამოიყურებოდა, ეგეთი ნამდვილად არ არის. ეს რაღაცა მოლაშქრეების ჰოსტელი უფროა, ვიდრე ადგილი, სადაც 200 დოლარი უნდა გადაიხადო."
კონტეინერები და კარვები თხელი პლასტმასის მატერიისაგან არის გაკეთებული, ყოველი ოთახი 2 საწოლს და ერთ ელექტრო ვენტილატორს იტევს, ოთახებში გაგრილების სისტემა არ არის.
Fans rooms in Qatar. pic.twitter.com/detQFVVkvR
— SPORTbible (@sportbible) November 15, 2022