VIDEO: „ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს… ალბათ, იმ წამს უნდა გვეთქვა ყველას სათქმელი, გულით და სულით...“ - კომენტატორი გიგა გვენცაძე

მიდის სანახავად

„პირველი არხის“ კომენტატორი გიგა გვენცაძე გია თვალაბეიშვილთან ერთად საქართველო-პორტუგალიის მატჩს უძღვებოდა. პოპულარული ფრაზა „მიდის სანახავად“, რომელიც მან პენალტის დანიშვნის წინ თქვა პორტუგალიელთა კარში, მოარულ გამონათქვამად იქცა.

„ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს… ალბათ, იმ წამს უნდა გვეთქვა ყველას სათქმელი, გულით და სულით, იმ გრძნობით და განცდით, რასაც ყველა ქართველი შეიგრძნობდა… ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, ისეთ დიდ სითბოს, ყურადღებას, მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობდით იქაც, გერმანიაში და აქაც… დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს…“