გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სოციალური მედიის მენეჯერი დიმა ნებიერიძე ხვიჩა კვარაცხელიას უცნობ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„ხვიჩამ მორიგი შოუ დადგა! თავით გოლი, მარჯვენა და მარცხენა ფეხით დებიუტი „მარადონაზე“, საოცრებაა. წარმატების საიდუმლო ნიჭის და ტალანტის გარდა უდიდეს შრომაშია, მიზანდასახულობაში და ბოლომდე ბრძოლაში.
ეს ძალიან პატარა და საინტერესო ვიდეო გადავიღე ამ ზამთარს, ვიღებდით რებრენდინგის კამპანიის ვიდეოს ხვიჩასთან ერთად, შუადღეს დაწყებული გადაღება დასრულდა გამთენიას, შემდეგ მიდიოდა ბათუმში ვარჯიშზე და ორი დღის შემდეგ თამაში ჰქონდა.
სადღაც დილის 4 საათია, გადაღებები დამთავრდა, თუმცა დაიტოვა ცენტრში ბურთი და ძელს უნდა გავარტყაო.
„გულით რაც გინდა, ყველაფერს გააკეთებ“, „არ გავალ სტადიონიდან, სანამ ძელს არ გავარტყამ“. საბოლოოდ აისრულა ის პატარა მიზანიც, გაარტყა ძელს და წავედით ყველანი სახლებში.
ეს ბიჭი უფრო და უფრო დიდ სიმაღლეებზე ავა, რადგან ზუსტად იცის რა სურს და რისთვის იბრძვის, ამისთვის კი ყველაფერს აკეთებს, როცა ფეხბურთს ცხოვრებას უძღვნი, გამორიცხულია უკან ის რომ არ მიიღო, რასაც დაიმსახურებ ! Forza Khvicha“