ხვიჩა კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში სამმა გამოცემამ დაასახელა

kvaracxelia

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში საერთაშორისო საფეხბურთო ანალიტიკისა და სტატისტიკის ავტორიტეტულმა ინტერნეტ-პორტალებმა დაასახელეს.

21 წლის კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში sofascore-მა, whoscored-მა და goal Italia-მ შეიყვანეს.

ინტერნეტ-პორტალმა sofascore-მა ხვიჩას თამაში 10-ბალიან სისტემაში 8,1 ქულით შეაფასა. მასზე უკეთესი შეფასებები მიიღეს ქართველის თანაგუნდელმა პიეტრ ჟელინსკიმ (9,1), „კრემონეზეს“ მეკარე იონუც ანდრეი რადუმ (9,0), „რომას“ და „მილანის“ ნახევარმცველებმა ლორენცო პელეგრინიმ და ისმაელ ბენასირმა და „ინტერის“ მცველმა ალესანდრო ბასტონიმ – ორივეს 8,6 ქულა.

ანალოგიური შეფასებები დაუწერა whoscored-მა და ქართველის თამაში 8,0 ქულით შეაფასა. უკეთესი ქულა ამ პორტალზე მხოლოდ სამ მოთამაშეს დაუწერეს - რადუს (8,7), ლორენცო პელეგრინისა (8,6) და ისმაელ ბენასირს (8,6).

Goal Italia-ზე არაა მითითებული, სიმბოლურ თერთმეტეულს როგორ აკომპლექტებს, ვინ რა ქულები მიიღო, თუმცა, მთავარია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ გამოცემის სიმბოლურშიც მოხვდა.