რა უპასუხა ხვიჩამ შეყვარებულზე დასმულ შეკითხვას - ნახეთ „ნაპოლის“ ახალი ჯოკერის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

xvicha

იტალიური გამოცემა Corrieredellumbria.it ქართველის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და "კვარას" "ნაპოლის" ახალ ჯოკერს უწოდებს.

„ახალგაზრდა გარემარბმა ხმაურიანად დაიწყო, 3 გოლი და საგოლე გადაცემა მხოლოდ 2 მატჩში, სპალეტიმ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, სადაც უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს.

მაგრამ ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია? „კვარა“ საქართველოში დაიბადა, მარცხენა გარემარბი, რომელიც ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს, ძალიან სწრაფი და დრიბლინგის ოსტატი, ორი წლის 
განმავლობაში 2001 წელს დაბადებულ მოთამაშეთა საუკეთესო 50-ეულში შედიოდა, ხვიჩა თბილისის "დინამომ" აღზარდა, მას შემდეგ იყო "რუსთავი", "ლოკომიტივი", "რუბინი" და ბათუმის "დინამო". ეროვნულ ნაკრებში 17 შეხვედრა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლია. "ნაპოლიმ" მასში გადახდილი 10 მილიონით სერია A-ს ახალი ვარსკვლავი შეიძინა.

საქმისადმი მისი მიდგომა გასაოცარია, კვარაცხელიას ერთ-ერთ ინტერვიუში მეგობარი გოგონას შესახებ ჰკითხეს, მასთან ერთად იცხოვრებდა თუ არა იტალიაში, "ჯერ-ჯერობით ჩემთან არ ჩამოვა, მან უნდა ისწავლოს და ამის დრო არ აქვს, მე მჭირდება სიმშვიდე და კონცენტრაცია ფეხბურთზე". აშკარაა, რომ კვარაცხელიას დიდი მიზნები აქვს - წერს გამოცემა ხვიჩას შესახებ.

წყარო: sportall.ge