Valencia CF: გვინდა მივულოცოთ გიორგი მამარდაშვილს შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა

მამარდა

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და იმავდროულად საკუთარი გოლკიპერის გამორჩეულ თამაშზეც საუბრობს.

„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა მივულოცოთ მას შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა“, - ნათქვამია X-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.