რომ ვნახეთ, რა ბედნიერები იყვნენ ბებოები და ბაბუები და როგორ უხაროდათ, ამით უბედნიერესები ვართ - გიორგი ქვილითაია

გიორგი ქვილითაია

თავისუფლების მოედანზე გამართული ღონისძიების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

„უბედნიერესები ვართ. იქ როცა ვიყავით, გვეუბნებოდნენ, რომ ვერ აღვიქვამდით რამდენად ბედნიერი იყო ერი. აეროპორტიდან რომ ვნახეთ, რა ბედნიერები იყვნენ ბებოები და ბაბუები და როგორ უხაროდათ და ჯერ როგორ განიცადეს მანამდე ჩვენი ამბავი და ახლა როგორი სიყვარულით გამოხატეს, ამით უბედნიერესები ვართ. ეს არის ის, რისთვისაც ბევრი ვიშრომეთ და ვიწვალეთ“, - აღნიშნა ნაკრების წევრმა გიორგი ქვილითაიამ.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. ამავე ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.