ბუდუ ზივზივაძე დიმა ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: სისულელეა. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა

ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ეხმიანება „ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მას სიტყვა არ მისცა.

„სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, - განაცხადა ზივზივაძემ.

მანამდე გავრცელებული დეზინფორმაცია უარყო თავად ობოლაძემაც, ასევე ზივზივაძის მამამ.