ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა უნდა განვიხილოთ ფედერაციასთან, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე - ვილი სანიოლი

ვილი სანიოლი

მედიასთან ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპული ასპარეზობა შეაფასა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ყველა ბედნიერია - ხალხიც და ფედერაციაც. ფეხბურთიც სწორედ ამიტომაა შექმნილი, რომ ხალხი გაახალისოს. ახლახან დავამთავრეთ შეჯიბრი და ახლა უნდა განვიხილოთ ფედერაციასთან, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. ამავე ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.