„ძალიან ბედნიერი ვარ“ - რა თქვა კვარამ ჩემპიონობის შემდეგ
1780174612
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებაში მის როლს ყველა აღნიშნავს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში პენალტი მოიპოვა და ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა პსჟ-ს, რომელმაც საბოლოოდ პენალტების სერიაში გაიმარჯვა და ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს ასე ეხმაურება:
Footmercato: „მადლობა, ხვიჩა კვარაცხელია, ამ წარმოუდგენელი 2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონისთვის! ბრავო მხატვარო“.
ESPN: „ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძალიან გარისკა, რადგან მოედნის დატოვებისას ფეხი უმძიმეს მდგომარეობაში ჰქონდა. ასეა, როდესაც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებ“.
ActuFoot: „მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე, „ოქროს ბურთი“ შეხვდებოდა. ამაზე კამათი შეუძლებელია“.
Bolavip Argentina: „პოსტი ეძღვნება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც პსჟ-ს ისტორიის მიმდინარეობა შეცვალა. როდესაც „არსენალის“ დაცვა ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა, სწორედ მისმა დრიბლინგმა, სისწრაფემ და შანსების შექმნის უნარმა გამოიწვია პენალტი, რომლითაც პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა“.