როგორ მდგომარეობაში ჰქონდა კვარას ფეხი ჩემპიონთა ლიგის ფინალში

კვარა ფინალში

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „არსენალის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის თანხლებით თამაშობდა.

ხვიჩას მარჯვენა ფეხზე სახვევი ჰქონდა გაკეთებული, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში მოსძვრა და შედეგად, მისი ფეხის მდგომარეობაც გამოჩნდა.

საბოლოოდ, ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალა.