უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის ვინაობა ცნობილია

ჯარისკაცი

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის ვინაობა ცნობილია. არსებული ცნობით, ის ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა 23 აპრილს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.

ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, ექვსი შვილი და ოთხი შვილიშვილი დარჩა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ათი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.