მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებმაც უკრაინიდან ლტოლვილები შეიფარეს

შერი - ბენედიქტი

ბევრმა მსოფლიო ვარსკვლავმა ღიად განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მიიღონ თავიანთ ძვირადღირებულ სასახლეში მიგრანტები, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სახლები უკრაინის ომის გამო. უკრაინული მედია იმ ადამიანების შესახებ წერს, რომლებმაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მ ადამიანების სახელები, მზადყოფნა გამოთქვეს:

ბენედიქტ კამბერბეჩი

ბრიტანელმა მსახიობმა, ბენედიქტ კამბერბეჩმა თქვა, რომ საკუთარ სახლში უკრაინიდან ჩამოსული ოჯახის დასახლებას აპირებდა. Sky News-თან ინტერვიუში მან განმარტა, რომ ამ ადამიანების შესახებ დეტალებს არ გაამჟღავნებდა, მაგრამ შეეცდებოდა ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ მათ სტაბილურობა ჰქონოდათ.

„სამწუხაროდ, ისინი ახლა გადიან მკურნალობას. ამის შესახებ სხვა რამის თქმა იქნება მათი პირადი ცხოვრების ხელყოფა და ზედმეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ჩამოვლენ, არ არის საჭირო. მაგრამ მინდა მათ გარკვეული სტაბილურობა მივცეთ იმის შემდეგ, რაც მათ გადაიტანეს. ისინი ჩემს სახლში იცხოვრებენ“, - თქვა მსახიობმა.

ოზი ოსბორნი

ბრიტანელმა როკ-მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა და მისმა მეუღლემ, ტელეწამყვანმა შერონ ოსბორნმა განაცხადეს, რომ მათ სურთ უკრაინიდან ლტოლვილები თავიანთ სასახლეში შეიფარონ. ცნობილი სახეები ცხოვრობენ ბუკინგემშირში, სადაც აპირებენ უკრაინიდან გაქცეული ორი ოჯახის განთავსებას. შერონ ოსბორნი, ინტერვიუში, აღშფოთებული იყო ბიუროკრატიით, რომელიც ანელებს ადამიანების სახლში მოთავსების პროცესს.

სამეფო ოჯახი ბელგიიდან

მეფე ფილიპმა და დედოფალმა მატილდამ განაცხადეს, რომ ისინი შეიფარებენ სამ უკრაინელ ოჯახს, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ ისინი ლტოლვილებს იმ ბინებში დაასახლებენ, რომლებიც მათ საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის.

შერი

ლტოლვილების შეფარების სურვილი ყველაზე ადრე მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა, შერიმ გამოთქვა.  მან განმარტა, რომ არავინ არის დაცული ისეთი საშინელებისგან, როგორიც ომია, ამიტომ მან ყველას მოუწოდა, თუ ეს შესაძლებელია, დაეხმარონ უკრაინელებს.