თორნიკე შენგელია: ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ღმერთის წყალობით შევძელით, რომ დაგვეძლია ეს ძლიერი გუნდი

თორნიკე შენგელია მიმართვას ავრცელებს

ნამდვილად ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით. ბოლომდე ვიბრძოლეთ, - განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ „ქრონიკასთან“.

„ღმერთის წყალობით შევძელით, რომ დაგვეძლია ეს ძლიერი გუნდი მითუმეტეს სახლში თამაშობდნენ. ერთსულოვნად ვითამაშეთ და იმედი გვაქვს, საქართველოშიც, ჩვენი მაყურებლის წინაშე მოვიგებთ ამ თამაშს“, - აღნიშნა შენგელიამ.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულმა გუნდმა სტუმრად ფინეთის ნაკრები 7-ქულიანი სხვაობით, 90:83 დაამარცხა.