რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება

 ნატო-უკრაინა

უკრაინაზე რუსეთის ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

გავრცელებული ცნობით, ბრიუსელში შეხვედრა 26 ნოემბერს, უკრაინის ინიციატივით ჩატარდება.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დასაბომბად საშუალო მანძილზე მოქმედი ექსპერიმენტული ბალისტკური რაკეტა „ორეშკინი“ გამოიყენა, რომელიც უფრო ძველი რაკეტის, „რუბეჟის“ საფუძველზე შეიქმნა.

„ორეშკინს“ აქვს შესაძლებლობა გადაიტანოს ბირთვული ქობინი.