ზოდიაქოს 5 ნიშნის ცხოვრება უახლოეს დღეებში 180 გრადუსით შეიცვლება
1732220968
The Guardian-მა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 100 საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელთა შორის დაასახელა. მონაცემები უცხოურ გამოცემაში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
კვარაცხელია ასეულში მოხვდა ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც არიან ნეიმარი, მანე, ჰარი კეინი, კაზემირო, ჰაკიმი , ტონი კროსი და სხვები.
შემტევი ტალანტებით სავსე გუნდში, ასევე იტალიურ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში, კვარაცხელია გამოირჩევა უშიშარი თამაშითა და ბურთთან მომხიბლავი დამოკიდებულებით. ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მას მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს, 21 წლის ფეხბურთელს 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს ჩაწერილი ლიგის 15 მატჩში, მათ შორის სამი პარასკევს, „იუვენტუსთან“ მატჩში – 5:1, რამაც „ნაპოლის“ სერია A-ში ლიდერობა განუმტკიცა.