ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
კვირას, სერია A-ს მე-20 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება.
„პარტენოპეის“ ქართველი შემტევი გრიპისგან სრულად გამოჯანმრთელდა და მოახლოებული შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება. გუშინ ხვიჩამ ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა. კვარამ ჯერ სპორტდარბაზში, შემდეგ კი მცირე დროით მოედანზეც ივარჯიშა.
ცნობილი იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი ქართველი შემტევის შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს.
„კვარაცხელიამ ნაწილობრივ განაახლა მუშაობა გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად, რომელმაც კვირის მოსამზადებელი ეტაპი გუშინ დილით დაიწყო. ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიშის პირველი ნაწილი ჯერ სპორტდარბაზში, შემდეგ კი მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით შეასრულა.
გრიპის შემდეგ, კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკური ფორმის აღდგენას ყველანაირად ეცდება, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ კვირას, „რომას“ წინააღმდეგ მის თამაშს საფრთხე არ ემუქრება. დღეიდან, კვარაცხელია სავარჯიშო პროცესში სრულფასოვნად ჩაერთვება.“ - ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, გრიპის გამო ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა. ხვიჩამ ჯერ „კრემონეზესთან“ კოპა იტალიას მატჩში, შემდეგ კი სერია A-ში, „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა.ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „რომას“ დაპირისპირება 29 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.
ავტორი: ირაკლი გოგვაძე