ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
წელიწადი და ოთხი თვეა საათს ვეძებ, ნიკოს მაჯის საათს (ამ ფოტოზე რომ უკეთია), ნივთები დაგვიბრუნდა, ექსპერტიზა ნივთებისა დასრულდა, ხოლო საათი არ დაბრუნდა, – აღნიშნულის შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“როგორც კი ცის კაბადონზე პირველი ვარსკვლავი ამოანათებს, როცა დღე და ღამე უკვე ერთმანეთს ზღურბლთან ემშვიდობება, ფიქრები განსაკუთრებით ირევა ხოლმე და ტვინის სფეროებს შორის მარტივ გასავალს ეძებენ, ზოგჯერ ისეც ხდება სფეროებს შორის ფიქრი გაიჭედება და აი მაშინ დგება ის მომენტი, როცა გაჭედილი ფიქრი დუელში იწვევს გულს და ბრძოლა იწყება, ღვთის შეწევნით უკანასკნელი ყოველთვის იმარჯვებს…
მას მერე ძალას ვიკრებ და გიყვებით, თქვენამდე შედეგი მომაქვს ნაკლებად ემოციურად, გაუსაძლისია ბრძოლის შედეგად მიღებული დაღლა და ტკივილი გადმოგცეთ, ვერ გაგიმეტებთ, ისედაც დაზაფრულ და ყოველდღიურობით დაღლილ ადამიანებს.
აი დღეს ძალიან ამოფეთქა, ამოფეთქა და გალაქტიონში დაიწრიტა…
“ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?”
წელიწადი და ოთხი თვეა საათს ვეძებ, ნიკოს მაჯის საათს (ამ ფოტოზე რომ უკეთია ნიკოს) ჩვენთვის უძვირფასეს საათს, რომელზეც მუდმივად ალბათ კალენდარით 15 სექტემბერია, დრო კი 16:39 წუთი…
ნივთები დაგვიბრუნდა, ექსპერტიზა ნივთებისა დასრულდა.
საათი?
საათი, ჩემი ტვინის სფეროებში ჩაჭედილი ფიქრისა არ იყოს, რომელიღაც ინსტანციის დერეფანში გაიჭედა….
ხოდა არ დაბრუნდა…
ადამიანებო ხმამაღლა ვკითხულობ გალაქტიონისა არ იყოს,
რომელი საათია ????
“ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, –
რომელი საათია? რომელი საათია?”
P.S. ეს იმ სერიიდანაა მე რომ ვიცი და თქვენც რომ იცით დროც და საუკუნეც”, – წერს იზა ომაძე.